„ვიცი“
ფაქტები, კონცეპტები, ლოგიკა და ინტელექტუალური დისციპლინა.
ENგია მურღულიას უნივერსალური სკოლა · თბილისი
სკოლა, სადაც ცოდნა ადამიანის განვითარების საშუალებაა — მოსწავლე სწავლობს, აზროვნებს და პასუხისმგებლობით მოქმედებს.
01 · ჩვენი ხედვა
სკოლის ამოცანა არ შემოიფარგლება მხოლოდ საგნების სწავლებით — მისი ამოცანაა პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება.
გმუს აერთიანებს საგანთა სწავლებას, ცხოვრებისეული უნარების განვითარებასა და ღირებულებათა სისტემის ფორმირებას. ცოდნა აქ მიზანი კი არა, ადამიანის განვითარების საშუალებაა.
ჩვენი ფილოსოფია →02 · საგანმანათლებლო მოდელი
ეს სამი განზომილება უნდა ჩანდეს და ცოცხლობდეს სასკოლო ცხოვრებაში.
ფაქტები, კონცეპტები, ლოგიკა და ინტელექტუალური დისციპლინა.
კრიტიკული აზროვნება, არჩევანის უნარი, შემოქმედებითობა და აზრის გამოხატვა.
დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ქმედება და შედეგზე პასუხისგება.
03 · გაკვეთილის ფორმატი
04 · სასწავლო საფეხურები
განვითარების უწყვეტი გზა პირველივე კლასიდან სკოლის დასრულებამდე — ცოდნიდან გააზრებამდე და პასუხისმგებლიან მოქმედებამდე.
თვითშეცნობა, ემოციები, არჩევანი, მიზეზი და შედეგი, შრომა, მოვალეობა და პასუხისმგებლობის პირველი გააზრება.
გაიგე მეტი →არგუმენტი, კრიტიკული აზროვნება, დიალოგის კულტურა, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სისტემური გააზრება.
გაიგე მეტი →გადაწყვეტილება, რისკი, მიზნის დასახვა, ლიდერობა, პროფესიული არჩევანი და პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე.
გაიგე მეტი →05 · გმუს-ის სტრატეგიული საგანი
ფილოსოფია, ლოგიკა, ეთიკა, ესთეტიკა, გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის ანალიზი — ასაკის შესაბამისი ფორმით.
აღმოაჩინე პროგრამა →