გმუს · ჩვენი მოდელი

ცოდნა არ არის მიზანი.
მიზანი ადამიანია.

სკოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანთა სწავლებით. მისი ამოცანაა პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება — აზროვნების ხარისხის, ხასიათისა და გაცნობიერებული მოვალეობის ერთიანობაში.

გმუს-ის ბიბლიოთეკა და საერთო სასწავლო სივრცე
გარემო, სადაც აზროვნება, საუბარი და დამოუკიდებელი მუშაობა ერთმანეთს ხვდება

01 · გონიერი გული

სამი საყრდენი.
ერთი პიროვნული განვითარება.

პირველი კლასიდან მოქმედებს მოსწავლეში რაციონალური ემოციის — „გონიერი გულის“ — დაბადებისა და განვითარების პედაგოგიკური პრინციპი.

01

საგანთა სწავლება

მაღალი აკადემიური სტანდარტი, ცოდნა, ფაქტები, კონცეპტები, ლოგიკა და ინტელექტუალური დისციპლინა.

02

ცხოვრებისეული უნარები

ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, ალგორითმის გააზრება და ფსიქოლოგიური მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ.

03

ღირებულებათა სისტემა

სიკეთე, ემპათია, სიყვარული, პასუხისმგებლობა, პატრიოტობა, შემწყნარებლობა და პიროვნული ღირსება.

02 · მოდელის ბირთვი

ვიცი.
ვაზროვნებ.
ვმოქმედებ.

სკოლის სლოგანი ყოველდღიურ სასწავლო პრაქტიკაში სამსაფეხურიან სასწავლო-აღმზრდელობით პროცესად იქცევა.

განათლება

„ვიცი“

  • ფაქტები
  • კონცეპტები
  • ლოგიკა
  • ინტელექტუალური დისციპლინა
თავისუფლება

„ვაზროვნებ“

  • კრიტიკული აზროვნება
  • თავისუფალი ნება და არჩევანის უნარი
  • შემოქმედებითობა
  • აზრის ჩამოყალიბება და გამოხატვა
პასუხისმგებლობა

„ვმოქმედებ“

  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილება
  • ქმედება
  • შედეგზე პასუხისგება

03 · გაკვეთილის ფორმატი

ოთხი კითხვა,
რომელიც აზრს აძლევს ცოდნას.

ყოველ გაკვეთილს მსჭვალავს ოთხი კითხვა. მათი მიზანია ინფორმაცია გაცნობიერებულ საზრისად და მოქმედების საფუძვლად იქცეს.

რა?

ცოდნა

რას ვსწავლობ? რა ფაქტები და კონცეპტები მჭირდება?

რატომ?

მიზეზი

რატომ ხდება ასე? რა კავშირები და მიზეზები დგას ფაქტის უკან?

როგორ?

ლოგიკა და მოქმედება

როგორ მუშაობს? როგორ გამოვიყენო ცოდნა მსჯელობასა და მოქმედებაში?

რისთვის?

მიზანი

რისთვის მჭირდება? რა მნიშვნელობას და ღირებულებას ქმნის ეს ცოდნა?

04 · საგანი-ბრენდი

„აზროვნება და ცხოვრება“

სკოლის სტრატეგიული მიმართულება დაწყებით საფეხურზე და საგანი საბაზო-საშუალო საფეხურებზე, რომელიც მიზნებსა და ღირებულებებს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევს.

უფროს კლასებში ემატება გია მურღულიას საავტორო პროგრამები:„მცირე პროზა“, „ფიქრი ფიქრზე“, „ფილმმი“, „ფილოსოფია უფროსკლასელთათვის“, „ბიბლიის საზრისები“.
01ფილოსოფიის სასკოლო კურსი
02ლოგიკა
03ეთიკა
04ესთეტიკა
05ბიბლიის გაკვეთილები
06გადაწყვეტილების მიღება
07შეფასება და პასუხისმგებლობის ანალიზი

05 · სამი უნიკალური პრაქტიკა

ფიქრი.
საქმე.
პასუხისმგებლობა.

ეს პედაგოგიკური სტანდარტები თანაბრად ეხება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას და გამოიყენება არა ყოველ გაკვეთილზე, არამედ შესაბამისი სიხშირით.

01 · პრაქტიკა

დუმილის დრო

1–2 წუთის განმავლობაში მოსწავლე ეძიებს გაკვეთილის მთავარ კითხვას. ეს ქმნის შინაგან თავისუფლებას და პასუხისმგებლობას საკუთარ განვითარებაზე.

02 · პრაქტიკა

პასუხისმგებლობის პროექტი

სემესტრში ერთხელ ან ორჯერ მოსწავლე აკეთებს ასაკისთვის შესაფერის სასარგებლო საქმეს სკოლაში, თემში, ქალაქში ან საზოგადოებაში და პრაქტიკულად სწავლობს საქმისა და პასუხისმგებლობის კავშირს.

03 · პრაქტიკა

სიტყვიდან — საქმემდე

მოსწავლე აცნობიერებს გაცემული პირობის მნიშვნელობას, სწავლობს სიტყვის საქმედ ქცევის ალგორითმს და ფიქრობს შესრულებული საქმის მდგრადობაზე.

06 · შეფასების სისტემა

ვაფასებთ არა მხოლოდ ცოდნას.

შეფასების სისტემა მოიცავს ორ მიმართულებას — აკადემიურსა და აღმზრდელობითს. მოსწავლის სასკოლო ცხოვრება სრულად ფასდება სამივე განზომილებით.

„ჩვენ ვზრდით თავისუფალ, მოაზროვნე, კონკურენტუნარიან და პასუხისმგებელ ადამიანს“.
01
„ვიცი“ — ცოდნააკადემიური შედეგი, ცოდნა და ინტელექტუალური დისციპლინა.
02
„ვაზროვნებ“ — ანალიზიაზრის დასაბუთება, არჩევანი, კრიტიკული აზროვნება და დიალოგი.
03
„ვმოქმედებ“ — პასუხისმგებლობაგადაწყვეტილება, ქმედება, პასუხისმგებლობა საკუთარ შედეგზე და საზოგადოებაზე.

ნახე, როგორ ვითარდება ეს მოდელი საფეხურების მიხედვით.

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები ერთი უწყვეტი განვითარების გზაა.